среда, 30 сентября 2015 г.

               ქალზე ძალადობა საქართველოში
დღესდღეობით ისე გახშირდა ქალზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომ არ შემეძლო არ დამეწერა სტატია. მხოლოდ ბოლო 3 თვის განმავლობაში ოჯახის წევრის მიერ საქართველოში 13 ქალია მოკლული. ეს სტატისტიკა კი ნამდვილად შემაძრწუნებელია. ჩემთვის გაუგებარია რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური 21-ე საუკუნეში, რადგან ქართველი ქალი არასოდეს ყოფილა დაკნინებული. ერთის მხრივ შეძლება ითქვას რომ საქართველოში კაცის როლი მართლაც უფრო მაღლა დგას ვიდრე ქალის, მაგრამ ამავდროულად ქალები ბევრად უფრო მეტი პატივისცემით და მოწიწებით სარგებლობენ. ქალი დაფასებული და პატვცემულია საქართველოში ბევრად უფრო მეტად ვიდრე სხვა კულტურებში.
მაშ რა გახდა ძალადობის ასეთი ზრდის მიზეზი? რა იწვევს ოჯახში ქალზე ძალადობას? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ საზოგადოებამ და ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ფაქტების აღმოსაფხვრელად?
ქალზე ძალადობის მიზეზი ( ვინ არის დამნაშავე?!)
კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ძა­ლა­დო­ბის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და კონ­ტ­რო­ლია. მო­ძა­ლა­დე მსხვერ­პ­ლის მი­მართ გარ­და ფი­ზი­კუ­რი­სა, ხში­რად იყე­ნებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ეკო­ნო­მი­კურ, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას. ერთ-ერთი პოზიცია, რაც გამოირკვა ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხრიდან, არის მოძალადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორც ძალადობის მიზეზი. მოძალადის გაუნათლებლობა, საზოგადოების დამოკიდებულება და ა.შ
საზოგადოების როლი ძალადობის აღმოფხვრაში (რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?!)
ოჯახში ძალადობა რაღაცწილად საზოგადოების ბრალიცაა. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა ადამიანები შესწრებიან ქალზე ძალადობას და არ ჩარეულან, რა ჩვენი საქმეაო. ეს ყოვლად დაუშვებელია. ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ ფრაზები “იმიტომ ცემა რომ ღირსი იყო" “ ალბათ დაიმსახურა'' და ა.შ. პირიქით, უნდა დავგმოთ ყველა სახის ძალადობა და კი არ ვაქოთ მოძალადე, არამედ შეგვებრალოს ის, რადგან ყველა ქალზე მოძალადე კაცი სუსტი და უსუსურია. სწორედ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს. კარგია რომ საქართველოში მოსახლეობა შედარებით გააქტიურდა: ჩაერთო აქციებში, გადაიღო ძალადობის საწინააღმდეგო ვიდეორგოლები, აღნიშნა ქალთა დაცვის დღე, რაც ძალიან კარგია.
https://www.youtube.com/watch?v=K3COKZ7hSs4

ხელისუფლების როლი ძალადობის აღმოფხვრაში (რა ვალდებულება აქვს ხელისუფლებას)
ხშირად ქალის მოკვლის და მასზე ძალადობის გამომწვევი მიზეზი დაუსჯელობაცაა. მოძალადეს არ აშინებს რამდენიმე თვე ციხეში ჯდომა, მისთვის მთავარია დაიკმაყოფილოს ჟინი და ცემოს, შეურაცმყოფა მიაყენოს მსხვერპლს. ამიტომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები, გაზარდოს დამსჯელობითი ვადა და ყველანაირად ეცადოს ამგვარი ფაქტების აღმოფხვრას.

вторник, 29 сентября 2015 г.

                     ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
  ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე შრომითი ექსპლუატაცია.

ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.
საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ,,საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საფუძველს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი“ და ,,ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
საქართველოს ოც ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია თურქეთის რესპუბლიკასთან.
სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო, მანდატის ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ იმუშავებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას. სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში და ეროვნული რეფერალური მექანიზმის დახვეწის მიზნით, საბჭომ დაამტკიცა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია“.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ემსახურება ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარებასა და დაცვას. ფონდის ფუნქციებში, ასევე შედის მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით უზრუნველყოფა.
დანაშაულის სიმძიმის და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილია ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ფარგლებში მოქმედებს ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებით მოვაჭრეთა იდენტიფიკაციის დადგენასა და მათ შესახებ სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციას. შსს-ს სისტემის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა სახელდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, სადაც ცალკე თავად არის გაწერილი ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებები.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების არსებობა. სწორედ ამ მიზნით, შსს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა სათანადო მომზადებასა და გადამზადებას.
შსს-ს აკადემია უზრუნველყოფს სამართალდამცავთა საბაზისო მომზადებას. აღნიშნული საბაზისო მომზადების კურიკულუმები სხვა თემებთან ერთად მოიცავს ტრეფიკინგის საკითხებს.
ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ერთობლივი პროექტების განხორციელებით, უზრუნველყოფილია თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე ტენდენციების შესახებ სიახლეების გაცნობა.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ფუნქციონირებს ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილება და სუამის განყოფილება, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხო ქსელებით უზრუნველყოფენ ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას შესაბამის ქვეყნებთან.

пятница, 25 сентября 2015 г.

                                  ბავშვთა დაცვის დღე

თუ დღეს ბუნებამ თბილი და მზიანი ამინდი გვიბოძა ორმაგად სასიხარულოა, რადგან ზაფხულის პირველ დღეს - მსოფლიოში ბავშვთა საერთაშორისო დღეს ზეიმობენ! (International Children's Day).
ამ დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1925 წელს მსოფლიო კონფერენციაზე ჟენევაში, რომელზეც განიხილებოდა ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხები. ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ -ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასეაული "დუან-უ ცზე",ურჩხული (დრაკონი) ნავების ფესტივალი, ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა "ბავშვთა" კონფერენცია.

Mezhdunarodnyj-den-zashhity-detej.-Istorija-i-tradicii-prazdnika
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საკითხი, 1949 წლის ნოემბერში პარიზში შედგა ქალთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
 1950 წელს, 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე (რაც ასახავს ზრდას, ჰარმონიას, სიხალასეს, და ნაყოფიერებას) დედამიწის (საყოველთაო სახლის სიმბოლო) ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები         (წითელი, ლურჯი, ყვითელი, შავი და თეთრი) რომლებიც ასახავენ მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობას და მოთმინებას.



ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. მათ შორის ამ დღეს ტრადიციად იქცა საბავშვო მოედნებზე ფერადი ცარცით ხატვა მშვიდობის თემაზე.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.
აგრეთვე ბავშვებს ეძღვნება დღესასწაულები: ბავშვთა მსოფლიო დღე (20 ნოემბერი), აფრიკელ ბავშვთა დაცვის დღე (16 ივნისი) და თეთრი ორქიდეების დღე ("კოლბიდან გაჩენილი" ბავშვების დღე)(აპრილის პირველი კვირა დღე).


                         ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული და გაგნგრძობადი ხასიათი და სპეციფიური რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსულაური ძალადობა, იძულება .
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიცშეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". შსს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული კონვენციები
გაეროს კონვენცია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ რატიფიცირებული საქართველლოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 22 სექტემბერს #561 დადგენილებით.
სახელმწიფო თავშესაფარი
ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა:
  • მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;
  • შემაკავებელი ორდერი;
  • დამცავი ორდერი
მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 2 309 903

ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია
2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სსსკ–ის მუხლი 111 განსაზღვრავს ოჯახის წევრთა წრეს და მიუთითებს კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამონათვალზე, რომელთა ჩადენის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი მითითება აღნიშნულ მუხლზე. ხოლო მუხლი 1261 განმარტავს ოჯახში ძალადობის კრიმინალურ ხასიათს და აწესებს პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედებისათვის.
რეაგირება ოჯახში ძალადობაზე
შსს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 1751 და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 3811.



ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს აკადემიის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აკადემია ყოველწლიურად ახორცილებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო კურსით, რომლითაც გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების შესწავლა:
  • ოჯახის წევრთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახში ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი;
  • ოჯახში ძალადობის სახეობები;
  • ოჯახში ძალადობის სავარაუდო შედეგები;
  • ოჯახში ძალადობის გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია.

სამინისტრო სამართალდამცავთა გადამზადების საკითხებში ასევე თანამშრომლობს ადაგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მონაწილეობას ღებულობს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში.აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო პოლიციელთათვის ოჯახში ძლადობის საკითხებზე და სახელმძღვანელო პოლიციის მუშაკთა ტრენერებისათვის.

среда, 23 сентября 2015 г.

        
ბავშვთა უფლებების დარღვევის                            საფრთხე
17 წლის წინათ, სწორედ 20 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვთა უფლებების კონვენცია მიიღო და ამით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვებზე მზრუნველობის ახალი საპასუხისმგებლო ხანა დაიწყო. საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს ამჟამად მსოფლიოს 129 ქვეყანა აღიარებს. მათ შორის არის საქართველო, რომელმაც ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება 1994 წელს მოახდინა. რამდენად ასრულებს ქვეყანა დაკისრებულ ვალდებულებებს, როგორ აღიქმება მის მიერ კონვენციასთან შეუსაბამო ნაბიჯების გადადგმა და რა ემუქრება დაუცველ ბავშვებს?

ქვეყნები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას აღიარებენ, თანხმდებიან, რომ კაცობრიობის პროგრესი პრაქტიკულად წარმოუდგენელია ბავშვების დაცვის, მათ ჯანმრთელობაზე, განათლებასა და თანასწორობაზე საგანგებო ზრუნვის გარეშე. გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის - მონაცემებით, 1994 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას შეუერთდა, ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა - იქნება ეს ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების პროცესი თუ სხვა რამ. მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული პრობლემები კვლავაც რჩება.

იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში ჯოვანა ბარბერისი ამბობს, რომ საქართველოში კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად ერთიანი სტრატეგია არ არსებობს და რომ, სამწუხაროდ, ქვეყანა კონვენციასთან შეუსაბამო ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს. საუბარია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც დამნაშავის მინიმალური ასაკი, 14-ის ნაცვლად, 12 წლით უნდა განისაზღვროს. ჯოვანა ბარბარისი ამბობს, რომ ამით ბავშვთა უფლებები აშკარად შეილახება:

(ჯოვანა ბარბერისის ხმა) ”ჩვენ საკმაოდ მკაცრი წერილით მივმართეთ პარლამენტს. შევეცადეთ განგვემარტა საფრთხე, რომელიც ამ საკონმდებლო ცვლილებამ შეიძლება შეუქმნას ბავშვთა უფლებებს საქართველოში. ამგვარი ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან (ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან), რომ ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს პროცესი. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრაციის პროგრამაზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ერთ დღეში არ გადაწყდება, მაგრამ ბევრი რამ იცვლება.”

წერილი, რომელიც ჯოვანა ბარბერისმა ახსენა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემაც მიიღო. ელენე თევდორაძეს არ გაჰკვირვებია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის მაკონტროლებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა. თევდორაძე თავადაც უკმაყოფილოა:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ერთმნიშვნელოვნად მე ვეწინააღმდეგები, აი, ამ მუხლის მიღებას და ვეცდები, რომ დავარწმუნო ჩემი კოლეგები ჩემს პოზიციაზე. აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის, რასაც ჩვენ მივუერთდით.” (სტილი დაცულია)

საპროტესტო ტალღის ფონზე, საკანონმდებლო ცვლილების პროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია. ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ქეთი კობალაძე დარწმუნებულია, რომ ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას შეიტანდნენ და ბავშვებს კრიმინალებად გამოაცხადებდნენ, უფროსებმა პასუხი უნდა გასცენ ერთ უმნიშვნელოვანეს შეკითხვას:

(ქეთი კობალაძის ხმა) ”აი, რატომ, რატომ სჩადის 12 წლის და უფრო პატარაც, სამწუხაროდ, ბავშვი დანაშაულს. ვინ აიძულებს მას? ეს პირდაპირ არის მშობლის ბრალი. ესე იგი, ძალიან მცირე ასაკში რომ ასწავლიან მათხოვრობას, ანუ ”ფული მომიტანეს” ასწავლიან, მერე უკვე, ბუნებრივად მიდის კრიმინალზე ეს ბავშვი.” (სტილი დაცულია)

სარეაბილიტაციო ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება მშობლების მზრუნველობას მოკლებული 175 ბავშვი. ქეთი კობალაძე ამბობს, რომ, თუკი ინიცირებული ცვლილებები დაკანონდა, მათი უმრავლესობა გისოსებს მიღმა მოხვდება:

(ქეთი კობალაძის ხმა) ”აქ ნამდვილად, ესე იგი, არ ვიცი როგორ ვთქვა... 90 პროცენტი არის ესეთი, რომლებიც, უბრალოდ, აი, მხოლოდ იმიტომ, რომ 14 წლის არ გამხდარან, არ იყვნენ კანონთან კონფლიქტში ოფიციალურად, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ, ყველაფერზე წამსვლელები არია, ესე იგი, დაწყებული, აქ, ფუნთუშის მოპარვიდან, ჩათვლით - ყაჩაღობა, სხეულის განზრახ დაზიანება...” (სტილი დაცულია)

თუკი სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებ 13 წლის იანას მოვუსმენთ, ადვილად მივხვდებით, რომ ეგრეთ წოდებულ ”ქუჩის ბავშვებს”, 12-13 წლის მოზარდებს, ციხემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ:

(13 წლის იანას ხმა) ”ნუ, გვშიოდა და ვტაცებდით ხოლმე ხალხს საჭმელებს... ხო, ჩანთებსაც, საჭმელებსაც... (იცინის).” (სტილი დაცულია)
https://www.youtube.com/watch?v=5JrtpCM4yMM

დიახ, დანაშაულის ჩადენას ბავშვები, როგორც წესი, შიმშილით ამართლებენ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მათი დანაშაულის მაპროვოცირებელი მიზეზი, ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი უფროსების ბრალია და რომ პასუხიც სწორედ მათ უნდა მოეკითხოთ. უფროსებმა არასოდეს არ უნდა დაივიწყონ, რომ ბავშვი დამნაშავე არ არის, ის - მსხვერპლია.

понедельник, 21 сентября 2015 г.

                                                ადამიანის უფლებები
ადამიანი დაბადებიდანვე ფლობს უფლებებეს.იგი თავისუფალი არსებაა.თავისი არსებობის განსახორციელებლად ადამიანი სხვებთან თანაარსებობას საჭიროებს, ურთიერთობები კი წესრიგის სანაცვლოდ, გარკვეული უფლებების დათმობს, რათა სახელმწიფო ხელისუფლებისაგან დამყარებული წესრიგით  საკუთარი სიცოცხლე, უსაფრთხოება, საკუთრება დაიცვას.
ადამიანის უფლებების ფლობისათვის აუცილებელია და საკმარისი პირობა მხოლოდ ადამიანად ყოფნაა.
სახელმწიფო ვალდებულია,დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ,მიუხედავად იმისა,თვით ეს პირი მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ასრულებს თუ არა.
სახელმწიფო ვალდებულია,პატივი სცეს ადამიანის ღურსებას;აღიაროს ადამიანის უფლებები ;ადამიანის უფლებების დასაცავად ჩამოაყალიბოს გარკვეული მექანიზმები.
ადამიანის უფლებების დასაცავად სახელმწიფომ უნდა:დაიცვას ადამიანის სიცოცხლე,ღირსება,პირადი  ხელშეუხლებლობა; უზრუნველყოს თავისუფალი დაგაადგილების უფლება;შექმნას განათლების მისაღებად აუცილებელი პირობები; ჩამოაყალიბოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა და სხვა...
ადმიანისგან, როგორც გონიერი არსებისგან, გაუსხვისებელი უფლებები, რომელთა აღიარება და დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს უფლებები ღმერთის მიერ არის ნაბოძები და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს; მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეპოქასა ან საზოგადოებაში ცხოვრობდა ან ცხოვრობს ადამიანი, ეს უფლებები არ იცვლება და ამიტომ სახელმწიფო მოვალეა, არმოაჩინოს და დაიცვას ისინი. ამდენად, ადამიანის უფლებეი პოზიტიური სამართლის, ანუ იმ ნორმათა ერთობლიობის მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი, პირველად წყაროდ ცხადდება, ხოლო სახელმწიფოს მიერ თავისი კანონით ამ უფლებათა უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო, უზურპაციის აქტად ითვლება. პოზიტივიზმის მიმდევრები, რომლებიც სამართლებრივი მნიშვნელოვანის მქონედ აცხადებენ მხოლოდ სახელმწიფოს ნებას და მის კანონმდებლობას, უარყოფდნენ ადამიანის ბუნებითი უფლებებისათვის უპირატესობის მინიჭებას მოქმედი კანონმდებლობის წინაშე და ამ უფლებათა ნუსხას სახელმწიფოს ნებას უქვემდებარებდნენ. კაცობრიობის განვითარების პროცესში სულ უფრო და უფრო იმარჯვებდა ბუნებითი სამართლის შეხედულებები, თუმცა გარკვეული ცვლილებებით ყალიბდებოდა ე.წ. ცვალებადი შინაარსის ბუნებითი სამართლის კონცეფცია, რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებები არ შეიძლებოდა ერთი და იმავე არსისა და მოცულობისა ყოფილიყო მონათმფლობელობის, ფეოდალიზმისა და კაპიტალიზმის ხანაში, – ეს კატეგორიები იცვლება და ახალ შინაარსს იძენს კაცობრიობის განვითათარებასთან ერთად, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩასახვასა და სრულყოფასთან მჭიდრო კავშირში; ადამიანის უფლებები რჩება სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ინსტიტუტების პირველად წყაროდ, მაგრამ მათი მოცულობა ვარირებს ეპოქისა თუ კონკრეტული საზოგადოების განვითარების დონეთა მიხედვით.