пятница, 25 сентября 2015 г.

                                  ბავშვთა დაცვის დღე

თუ დღეს ბუნებამ თბილი და მზიანი ამინდი გვიბოძა ორმაგად სასიხარულოა, რადგან ზაფხულის პირველ დღეს - მსოფლიოში ბავშვთა საერთაშორისო დღეს ზეიმობენ! (International Children's Day).
ამ დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1925 წელს მსოფლიო კონფერენციაზე ჟენევაში, რომელზეც განიხილებოდა ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხები. ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ -ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასეაული "დუან-უ ცზე",ურჩხული (დრაკონი) ნავების ფესტივალი, ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა "ბავშვთა" კონფერენცია.

Mezhdunarodnyj-den-zashhity-detej.-Istorija-i-tradicii-prazdnika
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საკითხი, 1949 წლის ნოემბერში პარიზში შედგა ქალთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
 1950 წელს, 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე (რაც ასახავს ზრდას, ჰარმონიას, სიხალასეს, და ნაყოფიერებას) დედამიწის (საყოველთაო სახლის სიმბოლო) ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები         (წითელი, ლურჯი, ყვითელი, შავი და თეთრი) რომლებიც ასახავენ მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობას და მოთმინებას.



ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. მათ შორის ამ დღეს ტრადიციად იქცა საბავშვო მოედნებზე ფერადი ცარცით ხატვა მშვიდობის თემაზე.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.
აგრეთვე ბავშვებს ეძღვნება დღესასწაულები: ბავშვთა მსოფლიო დღე (20 ნოემბერი), აფრიკელ ბავშვთა დაცვის დღე (16 ივნისი) და თეთრი ორქიდეების დღე ("კოლბიდან გაჩენილი" ბავშვების დღე)(აპრილის პირველი კვირა დღე).


Комментариев нет:

Отправить комментарий