რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება,დისკრიმინაცია , მათზე ძალადობა.რასობრივი დისკრიმინაცია ერთ-ერთი ფორმაა ადამიანის დისკრიმინაციის , რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში გავრცელდა. თუმცა განცხადება ადამიანების დისკრიმინაციაზე ჩნდება შუა XIX საუკუნეში.
დღევანდელ ცხოვრებაში რასობრივი დისკრიმინაცია აქტუალურ თემად იქცა არა მარტო კონკრეტულ ქვეყანაში არამედ მთელ მსოფლიოში.დროთა განმავლობაში რასობრივი დისკრიმაცია გამწვავდა და ერთამანეთს აუჯანყდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
21 მარტი რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1966 წელს დააწესა.1960 წლის 21 მარტს სამხრეთ აფრიკის პოლიციამ შარპევილში აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა. ამ დღეს დაიღუპა 69 დემონსტრანტი.
საერთაშორისო ორგანიზაცია UNITED ევროპის მასშტაბით ებრძვის რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის ყველანაირ გამოვლინებას. 13-21 მარტს ევროპის 48 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები რასიზმის წინააღმდეგ ერთიანდებიან. „ისიამოვნე მრავალფეროვნებით“ – ამ ლოზუნგით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რასიზმის წინააღმდეგ ასობით ღონისძიებაა დაგეგმილი. ანტიდისკრიმინაციულ ღონისძიებებს უერთდება UNITED-ის ევროპული ქსელის წევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის ევროპული კომისიაც ECRI. ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ჩამოყალიბდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მთავრობების ხელმძღვანელებით ევროპის საბჭოს პირველ სამიტზე, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში ვენაში ჩატარდა. კომისიამ აქტიური მოქმედებების გეგმა დასახა1997 წლის ოქტომბერში სტრასბურგში ევროპის საბჭოს მეორე სამიტზე.
2002 წლის 13 ივნისს ეევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ECRI ახალი წესდება. წესდების თანახმად, ECRI რასიზმისა და დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა.
ECRI-ის ამოცანებია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტი-სემიტიზმისა და შეუწყნარებლობის დამარცხება, ადამიანის უფლებების დაცვა. ECRI პრინციპები, რომლებიც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა მთავრობების მიერ არის განსაზღვრული, გულისხმობს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პოლიტიკის გადახედვას. რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმთან, შეუწყნარებლობასთან ბრძოლის სფეროში ECRI–ი ეფექტურად მოქმედებს ადგილობრივ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე. კომისიის მუშაობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს : შეისწავლის ვითარებას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოში; შეიმუშავებს მათთვის რეკომენდაციებს; სამოქალაქო საზოგადოებებთან ორგანიზაცია დეტალურად აანალიზებს სიტუაციას ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий