მშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული საკითხია, რომელზეც უამრავი
რამ დაწერილა და თქმულა წარსულში, ეს თემა მუდამ აქტუალური იქნება
მომავალშიც.მშობელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი შვილებით, აკრიტიკებს მათ მოქმედებებს და სურთ შვილების ცხოვრების გზა თავად გაიარონ.
თავის მხრივ შვილებს არ მოსწონთ (ჩუმად)
საკუთარი მშობლები, პირად ცხოვრებაში ჩარევის, კონტროლისა და
მანიპულაციების, სკანდალებისა და საყვედურების გამო.
ასეთი სიტუაცია არა ერთი ათასწლეულია, რაც გრძელდება და, როგორც ჩანს, სათავეს იღებს კაცობრიობის შექმნის ისტორიიდან.
რა თქმა უნდა, არსებობენ ბედნიერი
ოჯახები, სადაც მშობლებს და შვილებს შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება
სუფევს. თუმცა, სამწუხაროდ, უამრავია დესტრუქციული ოჯახებიც, რომელშიც
ფერხდება და არ ხერხდება ადამიანის, როგორც პიროვნების, ნორმალური და
თავისუფალი განვითარება.ოჯახში შეიძლება არსებობდეს ურთიერთობის რამდენიმე ფორმა:ტირანი მშობლები,მშობლები-მეგობები,უგრძნობი მშობლები. მშობლები ცდილობენ სრულად დაიმორჩილონ საკუთარი შვილების თავისუფალი ნება.
ისინი აკონტროლებენ მათ ყოველ ნაბიჯს, თითოეულ მოქმედებას და, რა თქმა
უნდა, ამას ნიღბავენ სიყვარულსა და ზრუნვაზე საუბრით.მაგრამ სიყვარული არ თრგუნავს და არ აკონტროლებს. ნამდვილი სიყვარული
ნდობასა და თანადგომაზე უნდა იყოს დამყარებული ისე, რომ არ ითხოვდეს
სამაგიეროს.სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვს რჩება წყენა მშობლების მიმართ,
მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მომავალში გაუთვითცნობიერებლად თავადვე
ქმნის ისეთ ოჯახს, როგორი გზაც თავად განვლო ბავშვობის პერიოდში. მშობლები-მეგობრები ვისაც ასეთი მშობლები ჰყავს, ნამდვილად გაუმართლდა. ისინი ენდობიან საკუთარ
შვილებს და უფლებას აძლევენ მათ იცხოვრონ საკუთარი, დამოუკიდებელი
ცხოვრებით.ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, მაგრამ რა არის ამ ყველაფრის გამოსავალი?ზოგი მშობელი მართლაც რომ კარგია და დადებითად მოქდებეს შვილზე მაგრამ ზოგჯერ პირიქითაა. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია იპოვოს
რაღაც გამოსავალი და მიიღოს საკუთარ მშობლებთან მიმართებაში ის
გადაწყვეტილება, რომელსაც თავად თვლის ყველაზე სწორად და სამართლიანად.
თავისუფლად მოაზროვნე და კომუნიკაბელურ
პიროვნებებად ყალიბდებიან, ადვილად ამყარებენ კონტაქტს ყველა ტიპის
ადამიანებთან და თავადაც ჰარმონიულ ოჯახებს ქმნიან.უგრძნობი მშობლები ყოველნაირად დაჩაგრული და უბედური ადამიანები არიან.მათ არ ძალუძთ და არ შეუძლიათ, უყვარდეთ. მათთვის შვილები მხოლოდ პრობლემების წყაროს წარმოადგენს.ასეთი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს შეიძლება გააჩნდეთ სხვადასხვა ნაირი მომავალი ან კარგი ან ცუდი.
მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ
მშობლები ჩვენთვის ყველაზე უახლოესი ადამიანები არიან და მათზე მეტად
არავინაა დაინტერესებული ჩვენი წარმატებითა და ბედნიერი მომავლით.
ამიტომ, რა ტიპის მშობლებიც არ უნდა გყავდეთ, გაესაუბრეთ მათ გულწრფელად,
ბოლომდე გაიხსენით და აუხსენით თქვენი მოსაზრებები, დადებითი ან უარყოფითი
ემოციები თქვენი და მათი ურთიერთობის შესახებ. ჩამოუყალიბეთ საკუთარი ხედვა
და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზები.
Chemi azrit yoveli aq natqvami martlac rom sworia radgan bevri mshobelia romelic akritikebs tavis shvils,cdilobs tavis chkuaze gadmoyvanas, acxovros ise rogor tvit mshobels surs, bavshvis interesebit kiar interesdeba.
ОтветитьУдалить