საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ასოცირდებიან უნარშეზღუდულ ადამიანებთან, რომელთაც არ შესწევთ ძალა იცხოვრონ დამოუკიდებლად და მუდმივად საჭიროებენ სხვის დახმარებას. სოციუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იწვევენ სიბრალულს, აგრესიას, ზოგჯერ ზიზღსაც კი, მაგრამ არასდროს თანასწორობის შეგრძნებას.
მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებულ დამოკიდებულებად ითვლება: თავის არიდება, სიბრალული, გარიყვა, იზოლაცია, გადაჭარბებული დაცვა, ხშირად დაცინვა და აგრესია. სოციუმი ამ ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენს, გარკვეულწილად დაღს ასვამს, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. ადამიანები თვლიან, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფრო მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან და ხშირად გაურბიან მათთან კონტაქტს, სიბრალულის თუ თავის არიდების გამო. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მათ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობები აკავშირებთ ერთმანეთთან, სხვა მხრივ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან დაეხმარება ამ ადამიანებს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში და უამრავ კომპლქსს მოუხსნის. მე ვფიქრობ, სოციუმს შესწევს იმის ძალა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუცვალოს არასწორი და უარყოფითი თვითშეფასება და მომავლის რწმენა, იმედი დაუბრუნოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მათი უფლებებით სარგებლობა შეძლონ:საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა-სპეციალური შენობების აშენება,სადაც გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირებს ერთად მუშაობის საშუალება ექნებოდათ.ყველა ის სირთულე,რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უპირისპირდებიან,შედეგია იმ დამოკიდებულებისა,რომელიც სოციუმს შეზღუდულობის მიმართ აქვს. სწორედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა დავეხმაროთ ამ ადამიანებს,რათა გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები.ეს,უმეტესწილად,საზოგადოებრივი პრობლემაა,რომლის გადაწყვეტაშიც უნდა მონაწილებოდნენ როგორც ცალკეული ინდივიდები,ისე საზოგადოება.შესაძლებლობების შეზღუდვა, ხომ ობიექტური რეალობაა,რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს თოთოეული ჩვენგანი.პანდუსები,ხმოვანი ლიფტები,ჟესტების ენით თარგმანი,ბრაილის შრიფტით ნუმერაცია-ეს იმ ცვილებების მცირე ჩამონათვალია,რომელმაც შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება გულისხმობს იმ დისკრიმინაციული პოლიტიკის უარყოფას და ყველა სახის ბარიერის მოხსნას,რასაც დღესდღეობით ხშირად ვაწყდებით ირგვლივ.
ამ მიზნით წყალტუბოში გაიხსნა ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი.ძალიან მესიამოვნა როდესაც გავიგე რომ ჩვენი ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით წყალტუბოში გაიხსნა ეს ცენტრი.ცენტრის მიზანი შშმ ბავშვების დახმრება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციაა. ცენტრი 20 ბავშვს ემსახურება.
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა გახსნეს.
ცენტრში 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები ექვს საათს გაატარებენ, ამ დროის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, ფსიქოლოგისა და მეტყველების სპეციალისტის მომსახურებით.
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ასევე, შშმ ბავშვების განათლებისათვის საჭირო ინდივიდუალურ პროგრამებს შეიმუშავებს და შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იზრუნებს.
მე ვთვლი რომ შეზღუდული უფლებები არ არსებობს და ყველა ადამიანი თანასწორია!
ძალიან კარგია რომ დღეს დიდი ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს...შენდება სპეციალური ცენტრები ასეთი ხალხისთვის და სახელმწიფო ყურადღებას აქცევს მათ...
ОтветитьУдалитьმეც ვთვლი რომ ეს ყოველივე კარგია...მაგრამ ასეთი ადამიანების დახმარება არა მარტო სახელმწიფოს არამედ ჩვეულებრივ ინდივიდსაც შეუძლია.
Удалить